ფარავანპერლიტი
აგროპერლიტი - კომპაქტური შეფუთვით


აგროპერლიტი მინი შეფუთვა თავისი წყლისა და ჰაერშემკავებელი თვისებების გამო აგროპერლიტი გამოიყენება სასათბურე მეურნეობებში ხელოვნური ნიადაგების შესაქმნელად, ბოსტნეულის, ხილის, კენკროვანი კულტურებისა და ყვავილოვანი მცენარეების ჩითილების გამოსაყვანად და მათი სწრაფი ზრდისათვის. ასევე იდეალურია მისი გამოენება ღია გრუნტებზეც, სადაც თავისი თბოსაიზოლაციო თვისებების წყალობით ზამთარში ფესვები არ იყინება და ზაფხულში ნიადაგი არ გადახურდება.

პერლიტი საიმედოდ იცავს სარგავ მასალას მწერების, ნესტის, სიცივის, მღრღნელების და მავნებლების მიერ დაზიანებისაგან. აქვს მაღალი აბსორბაციის უნარი: შეიწოვს საკუთარი წონის 400%-ზე მეტი სითხეს, რომელსაც უსაფრთხოდ ინახავს და ნელ-ნელა აბრუნებს ტენს მცენარეების ფესვებში. წვეთოვანი გზით მიწოდებული საკვების დანაკარგები მინიმუმამდე დაიყვანება, რამდენადაც აგროპერლიტი წყალთან ერთად შეიწოვს მას და შემდეგ მიაწვდის ფესვებს. აგროპერლიტი აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას და ქმნის წყლისა და ჰაერის მოძრაობის უნაკლო სისტემას.


აგროპერლიტი მინი შეფუთვა აგროპერლიტი მინი შეფუთვა

აგროპერლიტი უზრუნველყოფს ნარევში მეტი ჰაერის არსებობას, ნიადგაში საკვები ნივთიერების შეკავებას და მათ თანდათანობით გაცემას მცენარეზე. აგრეთვე, პერლიტი წარმოადგენს საკმაოდ სტერილურ გარემოს, რომელიც აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას და სანიაღვრე თვისებებს. დღესდღეობით, სასათბურე მეურნეობების მწარმოებლების უმრავლესობა, მცენარეთა კალმით გამრავლებისათვის, პერლიტს იდეალურ გარემოდ მიიჩნევს. აქ მთავარია, რომ შენარჩუნდეს პერლიტის სუბსტრატის ტენიანობა და კალმები არ განიცდიდნენ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას. საბოლოო შედეგი უმეტესად დამოკიდებულია ნერგების ხარისხზე. უკეთესია, თუ ლერწი დაფესვიანდება პერლიტისა და ტორფის ნარევში. პერლიტის დადებით თვისებებში უნდა გამოვყოთ მისი სტერილურობა (არანაირი ლპობა), იგი აბსოლუტურად უსაფრთხო და საიმედოა, არ საჭიროებს სტერილიზაციას.

მებაღეობაში, აგროპერლიტს მსოფლიო მასშტაბით იყენებენ, როგორც ნიადაგის სუბსტრატის საფუძველს და ნიადაგის შემადგენელ კომპონენტს, სადაც იგი უზრუნველყოფს ოპტიმალურ აერაციასა და ტენიანობას, მცენარეთა იდეალური ზრდისთვის. აგროპერლიტის გამოყენების კიდევ ერთი უპირატესობა ჰიდროპონიკასა და მებაღეობის სხვა დარგებში არის ის, რომ აგროპერლიტი არის სტერილური და მასში არ ბუდობს არავითარი მავნებელი, მწერი და დაავადებები. მისი გამოყენება შეიძლება ორთქლით ან ქიმიური დამუშავების გარეშე. სხვა ორგანული ნივთიერებებისგან განსხვავებით, დროთა განმავლობაში, აგროპერლიტი არ ფუჭდება და არ ლპება.

აგროპერლიტი

აგროპერლიტი ფართოდ გამოიყენება გრუნტის გაფხვიერებისთვის, მისი სტრუქტურის გასაუმჯობესებლად, სინესტის შენარჩუნებისა და ჰაერგამტარიანობისთვის. მისი წყალობით ნიადაგში დგება ჰაერისა და წყლის იდეალური ბალანსი, ის არ იტბორება და არ ექვემდებარება გამოშრობას, არ იტკეპნება და ქოთნებში მცენარისთვის ნიადაგი მუდამ ჰაერგამტარია.

აგროპერლიტი უზრუნველყოფს კარგ დრენაჟს მცენარეებისთვის, ხელს უწყობს მცენარის ფესვების იდეალურ განაწილებას კონტეინერის მთელ მოცულობაზე, ახორციელებს გრუნტის აერაციას. მცენარე უკეთ ვითარდება და უხვად ყვავის, არ განიცდის ჟანგბადის ნაკლებობას, როგორც ეს ხდება მძიმე ნიადაგის შემთხვევაში.

მორწყვის დროს აგროპერლიტი აქტიურად იწოვს საკუთარი წონის 400-ზე მეტ სითხეს, უსაფრთხოდ ინახავს და შემდეგ ნელნელა გადასცემს როგორც ფესვთა სისტემას, ასევე აგროპერლიტის სხვა დანარჩენ ნაწილაკებს, რომლებიც უფრო ზემოთაა ნიადაგში. თუ სუბსტრატის ზედა ფენა გაშრება, მასზე მაინც არ ჩამოყალიბდება მყარი მასა, რომელიც, როგორც წესი ხელს უშლის წყლისა და ჰაერის გატარებას. აგროპერლიტი ქვედა შრიდან ამოიტანს წყალს და მოამარაგებს ზედაპირზე არსებულ ფესვებს.

აგროპერლიტს აქვს შესანიშნავი სინათლის ამრეკლავი თვისება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მცენარის განვითარებისთვის. როდესაც აგროპერლიტი გრუნტის ზედაპირზეა, ის ირეკლავს ულტრაიისფერი სხივების ენერგიას მცენარის ფოთლების ქვედა მხრიდან, ამასთან ხელს უშლის გრუნტის გადახურებას და იცავს ფესვებს გამოშრობისგან, ასევე ხელს უწყობს ტემპერატურის მუდმივად სტაბილური რეჟიმის შენარჩუნებას.

თუ ტენიანობა და სითბო ნიადაგში სწრაფად და მარტივად მიგრიგრდება, ეს მაჩვენებლები ვრცელდება ქოთნის მთელ მოცულობაზე. ნებისმიერი მასალის თბოგამტარიანობის თვისებები, მათ შორის გრუნტის, პირდაპირ დამოკიდებულია სიმჭიდროვის მაჩვენებელზე. ენერგია უფრო ცუდად მოძრაობს, რაც უფრო ნაკლებია სიმჭიდროვე. ფხვიერი ნიადაგი ნელა ცხელდება და ასევე ნელა გრილდება, რაც უზრუნველყოფს ფესვთა სისტემის დაცვას როგორც გადახურებისგან, ასევე გაყინვისგან.

აგროპერლიტი მინი შეფუთვა

აგროპერლიტი საუკეთესო მასალაა მცენარეთა ვეგეტატიური გამრავლებისთვის, ისეთი სამყნავი და სარგავი მცენარისთვის, რომელიც წყალში არ ფესვიანდება. ზოგიერთი ძნელად დასაფესვიანებელი მცენარის კალმები, როგორიცაა ბეგონია, აზალია, ჰორტენზია (რომელსაც ძალიან უყვარს ბევრი წყალი), ნიადაგში არსებული სოკოთი და ბაქტერიებით ავადდება და ამიტომაც არ იზრდება. გარდა ამისა, ფესვების ფორმირებისთვის აუცილებელია ჰაერის ცირკულაცია, რამდენადაც მცენარეები არა მხოლოდ შეიწოვენ, არამედ გამოყოფენ კიდეც სხვადასხვა ნივთიერებებს. თავისი განსაკუთრებული სტრუქტურის წყალობით, აგროპერლიტი ინარჩუნებს წყლითა და ჰაერით ავსებულ ფორებს. ამ გზით, მიწისა და წყლისგან განსხვავებით, კალმის ლპობა აღარ მოხდება აგროპერლიტში.

რამდენადაც თვითონ აგროპერლიტი არ წარმოადგენს მკვებავ გარემოს, მასთან ერთად აუცილებელია მცენარეს მიეწოდოს სხვადასხვა ორგანული სასუქები და მკვებავი ნივთიერებები, საჭირო მიკროფლორის შესაქმნელად.

აგროპერლიტი

აგროპერლიტში თესლის აღმოცენება და მულჩირება ძალიან ხელსაყრელია. სინათლეზე მგრძნობიარე თესლის აღმოცენება (მიწის გარეშე), ძალიან კარგია აგროპერლიტში. აგროპერლიტი ატარებს მზის სხივების გარკვეულ ნაწილს, ამიტომაც გამოიყენება როგორც სუბსტრატი ისეთი მცენარეებისთვის, რომლებსაც ფესვთა სისტემა ზედაპირზე აქვთ. ყველაზე ხშირად ესაა ბრომელიები და ორქიდული ეპიფიტიები.

აგროპერლიტი გამოიყენება დრენაჟისთვის მცირე ზომის ქოთნებში, ასევე მულჩირებისთვის, ნიადაგის გადახურების თავიდან აცილების მიზნით. შესაძლებელია სველი აგროპერლიტის პადონებზე დაფენა და მასზე ნესტის მოყვარული მცენარეების განთავსება.

აგროპერლიტის ფოროვანი სტრუქტურა იდეალურია დიდი დეკორატიული ქოთნის მცენარეებისთვის. მისი დაბალი წონა ამარტივებს ასეთი მცენარეების ტრანსპორტირებას.

აგროპერლიტთან მუშაობისას ეცადეთ თავი დაიცვათ პერლიტის მტვრის სასუნთქ გზებში მოხვედრისგან. შესაძლებელია აგროპერლიტი დანამოთ, რათა თავიდან აიცილოთ მისი წვრილი ნაწილაკების ჰაერში გაბნევა.