საფილტრე პერლიტი

საფილტრე პერლიტი 2019-08-02T12:06:05+04:00

პერლიტის საფილტრე ფხვნილი

პერლიტის საფილტრე ფხვნილი (გოსტი 30566-98) ეს არის დამხმარე საფილტრავი საშუალება ისეთი სხვადასხვა სუსპენზიების და სითხეების გასაფილტრად, როგორიცაა: შაქრის ვაჟინები, წვენები, ლუდი, ღვინო, მცენარეული და ტექნიკური ზეთები, ნავთობპროდუქტები, ანტიბიოტიკები, ნარჩენი წყლები, სხვადასხვა ქიმიური ხსნარები და საპოხი მასალები. შესაბამისად, პერლიტის საფილტრე ფხვნილის გამოყენება რეკომენდებულია მრეწველობის სხვადასხვა დარგში – კვების, ქიმიური, სამედიცინო, ნავთობგადამამუშავებელი და სხვა. ადგილობრივი წარმოშობის პერლიტის საფილტრე ფხვნილის გამოყენებამ ბევრ მწარმოებელს საშუალება მისცა, ჩაენაცვლებინა ანალოგიური იმპორტული საფილტრე მასალები, რამაც საბოლოო ჯამში ხარჯების შემცირება და, რიგ შემთხვევაში, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება გამოიწვია.

ფილტროპერლიტს აწარმოებენ პერლიტის ქანისგან თერმული დამუშავების შედეგად, 900-950ºC ტემპერატურაზე. ფილტროპერლიტი ფოროვანი, ეკოლოგიურად სუფთა, ბიომდგრადი და ქიმიურად ინერტული (pH=6.5-7.0), მაღალი სორბციული თვისებების მქონე, ფხვიერი, მინერალური მასალაა. ფილტროპერლიტი იდეალურად ფილტრავს, როგორც ალკოჰოლურ და არაალკოჰოლურ სასმელებს და საკვებ პროდუქციას (ღვინო, ლუდი, ლიქიორი, არაყი, ხილის წვენები, შაქრის სიროფი, მცენარეული ზეთები და სხვა), ისე ქიმიურ და ფარმაცევტულ პროდუქტებს (ნავთობპროდუქტები, გამხსნელები, წებოები, ზეთები, ცვილები, პლასტმასები, ელექტროლიტები, ანტიბიოტიკები, ენზიმები და სხვა). ასევე წარმატებით გამოიყენება კომუნალურ მეურნეობაში სასმელი და ჩამდინარე წყლების გასაფილტრად. ადგილობრვი წარმოების პერლიტის საფილტრე ფხვნილის გამოყენებამ საშუალება მისცა ბევრ მომხმარებელს, უარი ეთქვათ ანალოგიური მასალების იმპორტზე, რის შედეგადაც შემცირდა ფინანსური დანახარჯების რაოდენობა და ზოგიერთ შემთვევებში ამაღლდა სითხის გასუფთავების ხარისხი.

 

წვენების და სიროფების ფილტრაციის სიჩქარე ფილტროპერლიტის მეშვეობით 1.5-2 ჯერ მეტია, ვიდრე კიზილგურით (დიატომიტი). ფილტროპერლიტის ტექნოლოგიაში გამოყენების ვადა დამოკიდებულია საფილტრე სუსპენზიის სიმღვრივეზე (დაბინძურების ხარისხზე), მუშა აგრეგატების კონსტრუქციაზე, მის ტექნიკურ პარამეტრებზე და შეადგენს 2-დან 30 საათს. გერმანული კომპანიის “Begerow”-ის რეკომენდაციების თანახმად ფილტროპერლიტის მოიხმარენ შემდეგნაირად:

მბრუნავ ვაკუუმურ ფილტრებში, მათი მწარმოებლების ინსტრუქციის თანახმად დიდი ოდენობის მკვრივი მასალის გამოსაყოფად;
კამერულ ფილტრ-პრესებში ნალექის დრენაჟისა და მისი გამტარებლობის გასაუმჯობესებლად;
ფირფიტოვან ჩარჩოიან მოსალექ ფილტრებში სხვა დამხმარე საშუალებებთან და დანამატებთან ერთად (საფილტრე კიზილგური, საფილტრე ცელულოზა და სხვა);
ძირითადი მოსალექი შრის შესაქმნელად კიზილგურით ფილტრაციისას;
დანალექის გასაწურად ფილტროპერლიტი გადაადგილდება სითხესთან ერთად დრენაჟის სახით ან სითხის გამჭვირვალობის უფრო მაღალი ხარისხის მისაღწევად დაილექება საყრდენ ფირფიტებზე მისი წინასწარ დალექვის შედეგად.

წინასწარი მოლექვა: ფილტროპერლიტი, 0.5-1.0 კგ/მ3, მინიმუმ 10 წუთი ცირკულაციის რეჟიმში ან იმ დრომდე სანამ არ გამოედინება გამჭვირვალე სითხე. ფირფიტოვან ფილტრებში დინების სიჩქარეა 300-500ლ/მ2/სთ, ხოლო ბადეებიან და სვეტოვან ფილტრებში – 500-1000ლ/მ3/სთ.

ფარავნის საბადოს პერლიტის საფილტრე ფხვნილის განსაკუთრებული თვისებებისა და კომპანია „ფარავანპერლიტის“ ტექნოლოგიების ერთობლიობის წყალობით, ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ ისეთი ფორმის, ზომისა და ხარისხის პროდუქციას, რომელიც საშუალებას იძლევა მიღწეულ იქნეს ფილტრაციის ოპტიმალური ხარისხი და სიჩქარე. ჩვენი ტექნოლოგები დაეხმარებიან მწარმოებლებს შეარჩიონ ისეთი საფილტრე ფხვნილი, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება მათ დანადგარებსა და ტექნოლოგიურ პროცესებს. კომპანია „ფარავანპერლიტის“ საფილტრე ფხვნილის გამოყენებით თქვენ იღებთ შემდეგ უპირატესობებს:

საფილტრე ფხვნილის შეძენისას დანახარჯების ეკონომიას;

სტაბილურ გრანულომეტრულ შემადგენლობას, რომელიც უზრუნველყოფს ფილტრაციის ხანგრძლივობას წარმოების გრძელ პერიოდში;

მაქსიმალურად სტაბილურ ფილტრაციის პროცესს;

ფილტრაციის მაღალ სიჩქარეს;

გასუფთავების მაღალ დონეს;

გასაფილტრი სუსპენზიის დანაკარგების შემცირებას;

დამუშავებული საფილტრე ფხვნილის გამოყენებაზე დანახარჯების შემცირებას.