2014 წლის 21-24 მაისს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა მშენებლობისა და ინტერიერის მე–19 საერთაშორისო გამოფენა “Caucasus Build”. გამოფენა წარმოდგენილი იყო მე-3, მე–4, მე–5, მე–6, მე–11 პავილიონებში და გარე ტერიტორიაზე.

გამოფენაზე წარმოდგენილი ძირითადი მიმართულებები: მშენებლობა, სამშენებლო მასალები, მძიმე ტექნიკა და აღჭურვილობა, არქიტექტურა და პროექტირება, ელექტრონული და მექანიკური სისტემები, დეკორი და ინტერიერი, კონდიცირებისა და გაგრილების სისტემები, მებაღეობა და ლანდშაფტის დიზაინი.

მონაწილეობას იღებდნენ კომპანიები ისრაელიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან, ირანიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, ბელორუსიიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, ლატვიიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროდან, სომხეთიდან, იტალიიდან და გერმანიიდან.

Caucasus Build 2014 ინარჩუნებს თავის სტატუსს, როგორც უდიდესი სამშენებლო გამოფენა მთელი კავკასიის რეგიონში და რომელიც არის საქართველოში ბიზნესის წამოწყების ეფექტური პლადფორმა, სადაც სამშენებლო სექტორი დინამიკურად ვითარდება.

სამთო კომპანია ფარავანპერლიტმა ოფიციალურად პირველად წარადგინა თავისი პროდუქცია საქართველოს ბაზარზე: უმაღლესი ხარისხის აფუებული პერლიტის ქვიშა – რომელიც ფართოდ გამოიყენება სამშენებლო, მეტალურგიისა და კრიოგენიკის სფეროებში; სხვადასხვა ფორმისა და ზომის პერლიტისი მსუბუქი თბოსაიზოლაციო სამშენებლო და სატიხრე ბლოკები, პერლიტის ფილები და სხვა; აგროპერლიტი – სოფლის მეურნეობასა და მებაღეობაში; პერლიტის საფილტრე ფხვნილი – რომელითაც ხდება ღვინის, ლუდის, წყლის, მცენარეული ზეთის, შაქრის ვაჟინებისა და წვენების, ნავთობპროდუქტებისა და ფარმაცევტული ხსნარების ფილტრაცია. ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილმა პროდუქციამ გამოფენის სტუმრებისა და მონაწილეთა დიდი ყურადღება და ინტერესი მიიპყრო, რამაც გაზარდა ჩვენი კლიენტებისა და პარტიონიორების არეალი.

ჩვენ ვამაყობთ, რომ წარმოვადგენთ სუფთა ქართულ პროდუქციას ადგილობრივი და საერთაშორისო აუდიენციის წინაშე.