2017 წლის 20 მარტს, თბილისში, ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო BIA-ს ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი – „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“. ბიზნეს ფორუმის მიზანია გაზარდოს საქართველოს, როგორც ბიზნესისთვის მიმზიდველი ქვეყნის ცნობადობა და ხელი შეუწყოს ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში. სამთო კომპანია ფარავანპერლიტი მონაწილეობას იღებდა ბიზნეს ფორუმის სესიებზე და ასევე B2B შეხვედრებზე.
პანელურ სესიებზე განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიც არის ახალი შესაძლებლობა საქართველოს ეკონომიკისთვის, ინფრასტრუქტურული პროექტები და საინვესტიციო შესაძლებლობები, საქართველოს ვენჩურული კაპიტალის ასოციაციის დაარსება და ვენჩურული კაპიტალის ფონდების გლობალური გამოცდილება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შესაძლებლობა და სხვა გამოწვევები.
„ბიას“ მხარდაჭერით, გაიმართა B2B შეხვედრები უცხოელ ინვესტორებთან, საინვესტიციო ბანკების წარმომადგენლებთან და მეწარმეებთან. ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ, წარედგინათ საკუთარი ბიზნესი და ფინანსური რესურსის მოსაზიდად განევითარებინათ საექსპორტო არხები და დაემყარებინათ გრძელვადიანი ურთიერთობა უცხოურ კომპანიებთან.