2017 წლის 19 და 20 მაისს, საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა ქვეყნის პირველ მწვანე გამოფენას – GreenExpo-ს უმასპინძლა, სადაც წარმოდგენილი იყო მებაღეობის, ლანდშაფტის დიზაინისა და გამწვანების ექსპოზიციები.
გამოფენის ფარგლებში ამ სფეროში მოღვაწე 15 მდე სუბიექტს, ბაღებს, ლანდშაფტის დიზაინერულ კომპანიებს და სხვა ორგანიზაციებს შესაძლებლობა მიეცათ, მოეხდინათ თავისი პროდუქტის დემონსტრაცია ერთ სივრცეში, მოეზიდათ მომხმარებლები და დაემყარებინათ/ გაეღრმავებინათ ბიზნეს ურთიერთობები.
პროექტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში არსებულ ბოტანიკურ ბაღებსა და პარკებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ყოველწლიური გამოფენის ორგანიზებით, რაც ხელს შეუწყობს საბაღე კულტურის განვითარებას.
სამთო კომპანია ფარავანპერლიტმა, როგორც პერლიტის ოფიციალურმა მომპოვებელმა და მწარმოებელმა კომპანიამ, მონაწილე კომპანიებსა და მომხმარებლებს შესთავაზა ნიადაგის ბუნებრივი სუბსტრატი – აგროპერლიტი, რომელიც გარდა იმისა, რომ მოიპოვება და იწარმოება საქართველოში, არის საუკეთესო ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა და იდეალური სუბსტრატი მცენარეებისთვის. აგროპერლიტი გამოიყენება როგორც დახურულ, ასევე ღია გრუნტებზე. იგი უზრუნველყოფს წყლისა და ჰაერის იდეალურ ბალანსს და ნიადაგის გაუმჯობესებულ სტრუქტურას.