2017 წლის 6 აპრილს, სასტუმროში – „ლაერტონ თბილისი“ მოძრაობა KAR.GE-ს მიერ გამოცემული „KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2017”-ს პრეზენტაცია გაიმართა.
„KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2017“ პირველი ქართულ-ინგლისურენოვანი ბეჭდური და ინტერნეტ გამოცემაა, რომელშიც 54 რჩეული ქართული კომპანიის 65 ბრენდი და 389 ნაწარმი, სულ 509 ჩანაწერია თავმოყრილი ფოტოებით, აღწერილობებით და საკონტაქტო ინფორმაციით. ბეჭდური ვერსია წელიწადში ერთხელ გამოიცემა და მიზნობრივად დარიგდება.
უნიკალური საექსპორტო კატალოგი წარმოაჩენს გამორჩეულ ადგილობრივ წარმოებებს, მათ ბრენდებს, მათ ნაწარმს, სავაჭრო ობიექტებს სადაც მხოლოდ ქართული იყიდება, დისტრიბუტორებსა და B2B მომსახურების მიმწოდებლებს. თითოეული ჩანაწერი მოიცავს ფოტოს, მოკლე აღწერას და საკონტაქტო ინფორმაციას.
პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, კატალოგში ჩართული ადგილობრივი მწარმოებლები, მოძრაობა KAR.GE-ს პარტნიორები და თანამოაზრეები, ბიზნეს ასოციაციები, ექსპორტიორები, ანალიტიკოსები, მედია და სხვა დაინტერესებული პირები.

სამთო კომპანია ფარავანპერლიტი, როგორც ქართული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებელი კომპანია, შეუერთდა მოძრაობა KAR.GE-ს ამ წამოწყებას. ჩვენი კომპანია, წიაღით სარგებლობის ლიცენზიის საფუძველზე, აწარმოებს ფარავანზე პერლიტის მოპოვებას, ნედლეულის გადამუშავებას და ფრაქციონირებული და აფუებული პერლიტის პროდუქციის რეალიზაციას.

პერლიტი მრავალდაგრობვირი პროდუქტია და გამოიყენება:

* მსუბუქი ბეტონების დასამზადებლად – პერლიტობეტონი, რომლის ფოროვან-მარცვლოვანი სტრუქტურა განაპირობებს მის დაბალ თბოგამტარიანობას და მაღალ აკუსტიკურ მაჩვენებლებს. თავის უნიკალურ თვისებებს პერლიტობეტონი შესანიშნავად ავლენს მონოლითურ სტრუქტურებში, ბლოკების, ტიხრების, ფილებისა და ბათქაშის საფარის სახით.

* მეტალურგიაში პერლიტი გამოყენება, როგორც სარკული ზედაპირის თერმოიზოლატორი და ასევე, როგორც კომპონენტი ჩამოსასხმელი ყალიბების დასამზადებლად. კრიოგენიკაში პერლიტს იყენებენ, როგორც თბოიზოლატორს კრიოგენული დანადგარებისთვის. მუშაობის რეჟიმი – 200°C-დან + 900°C-მდე. ეკოლოგიაში პერლიტი გამოიყენება, როგორც თხევადი დამაბინძურებელების მშთანთქმელი.

* პერლიტის საფილტრე ფხვნილი (გოსტი 30566-98) – დამხმარე საფილტრავი საშუალება ისეთი სხვადასხვა სუსპენზიების და სითხეების გასაფილტრად, როგორიცაა: შაქრის ვაჟინები, წვენები, ლუდი, ღვინო, მცენარეული და ტექნიკური ზეთები, ნავთობპროდუქტები, ანტიბიოტიკები, ნარჩენი წყლები, სხვადასხვა ქიმიური ხსნარები და საპოხი მასალები. შესაბამისად, პერლიტის საფილტრე ფხვნილის გამოყენება რეკომენდებულია მრეწველობის სხვადასხვა დარგში – კვების, ქიმიური, სამედიცინო, ნავთობგადამამუშავებელი და სხვა.

* აფუებული პერლიტი ფართოდ გამოიყენება მებაღეობასა და სოფლის მეურნეობაში. თავისი წყლისა და ჰაერშემკავებელი თვისებების გამო აგროპერლიტი გამოიყენება სასათბურე მეურნეობებში ხელოვნური ნიადაგების შესაქმნელად, ბოსტნეულის, ხილის, კენკროვანი კულტურებისა და ყვავილოვანი მცენარეების ჩითილების გამოსაყვანად და მათი სწრაფი ზრდისათვის. მასში არ არის არანაირი სარეველას თესლები და მავნე მწერების მატლები, რომლებსაც შეუძლიათ დააზიანონ ნარგავები. არაჩვეულებრივი თბოსაიზოლაციო თვისებების მქონე და ბაქტერიებისა და მწერების არ მქონე პერლიტი საიმედოდ იცავს სარგავ მასალას მწერების, ნესტის, სიცივის, მღრღნელების მიერ დაზიანებისაგან.