აფუებული პერლიტი

პერლიტი ბუნებრივი, ვულკანური წარმოშობის მთის ქანია, რომელიც დამსხვრევის, და შემდგომში მაღალტემპერატურული თერმული დამუშავების შედეგად, იძენს განსაკუთრებულ თვისებებს. პერლიტი ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა, სტერილური მასალაა, არ იშლება, არ იწვის, არ ლპება და არატოქსიკურია.

ყველა სხვა ვულკანური მინისგან პერლიტი გამოირჩევა იმ უნიკალური თვისებით, რომ სპეციალურ ღუმელში 1200°C-ზე გაცხელების შედეგად, ის ფუვდება და პირვანდელ მოცულობაზე 4-20-ჯერ იზრდება.

 

ამ აფუებას განაპირობებს, პერლიტის ქანში 2%-დან 6%-მდე არსებული კომბინირებული წყალი. მაღალ ტემპერატურაზე (871°C-1200°C) აფუებისას პერლიტში არსებული წყლის მოლეკულების აორთქლება იწვევს მის გაფართოებას (აქ მოქმედებს იგივე პრინციპი, რაც სიმინდის მარცვლების ბატიბუტად გადაქცევისას).

 

პერლიტისთვის დამახასიათებელია წვრილი კონცენტრიულად-გარსოვანი ცალკეულობა (პერლიტისებრივი სტრუქტურა), რის მიხედვითაც ის იშლება მომრგვალო ბირთვებზე (პერლებზე), რომლებიც გვაგონებს მარგალიტებს, მათთვის მახასიათებელი ბრწყინვით.

 

აფუების პროცესი ასევე იწვევს პერლიტისთვის დამახასიათებელ განსაკუთრებულ თავისებურებას: მის თეთრ ფერს. აფუებამდე, პერლიტის ნედლეული არის ნაცრისფერი, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს მწვანე, ყავისფერი, ცისფერი ან წითელი. აფუების შემდეგ კი, როგორც წესი, თეთრ ფერს იღებს.

 

ჩვენ ვაწარმოებთ სხვადასხვა ფრაქციის აფუებულ პერლიტს, 0-0.14 მმ; 0.16-1.25 მმ; 0.16-5.0 მმ; 0.63-5.0 მმ., რაც უზრუნველყოფს მის გამოყენებას სხვადასხვა მასალის წარმოებისთვის. რამდენადაც პერლიტი ბუნებრივი წარმოშობისაა, ის კლასიფიცირდება, როგორც ბიომდგრადი და ქიმიურად ინერტული (PH=6.5±7).

 

პერლიტი, მოცულობით ზრდასთან ერთად ინარჩუნებს თავის ძირითად მინერალურ თვისებებს: ის არატოქსიკურია. პერლიტი არ შეიცავს და არ გამოსცემს ტოქსიკურ ან მავნე ნივთიერებებს. პერლიტი არ შეიცავს არავითარ ორგანულ ნივთიერებებს, ის არის მინერალი.

 

ცეცხლმედეგობა – პერლიტი არ იწვის, ხელს უშლის ცეცხლის გავრცელებას და მხოლოდ 1000°C-ზე იწყებს დნობას. პერლიტი ცეცხლგამძე პროდუქტია. პერლიტი ქიმიურად ინერტულია, ეს არის ბუნებრივი მინა (ალუმინის, კალიუმისა და ნატრიუმის სილიკატი). ის სტაბილიზირდება დროთა განმავლობაში.

სიმსუბუქე – აფუებული პერლიტი არის დაბალი სიმკვრივის, 50-დან 125 კგ. კუბურ მეტრზე. ის შესანიშნავი მასალაა თბო და ბგერათიზოლაციისთვის.

უპირატესობები – ღირებულება-მოცულობა-იზოლაციის კოეფიციენტებს გათვალისწინებით, აფუებული პერლიტი არის ყველაზე ეკონომიური თბო-ბგერათსაიზოლაციო მასალა. ეს არის საუკეთესო, ბუნებრივი იზოლატორი
თავისი დახურული, ცარიელი მიკროუჯრედების წყალობით, პერლიტი ხელს უშლის სითბოს გამტარობასა და რადიაციას. აფუებულ პერლიტს ტოლი არ მოეძებნება ისეთ მნიშვნელოვან პარამეტრებში, როგორიცაა დაბალი თბოგამტარიანობა და მაღალი ბგერათსაიზოლაციო და ბგერათმშთანთქმელი მახასიათებლები, ერთობლიობაში კი სწორედ ეს ქმნის კომფორტულ პირობებს შენობაში: ზამთარში სითბოს და ზაფხულში – სიგრილეს.

აფუებული პერლიტის გამოყენება