ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ 2019-08-02T11:16:20+04:00

კომპანიის შესახებ

შპს „სამთო კომპანია ფარავანპერლიტი” დაფუძნდა 2002 წელს. წიაღით სარგებლობის  ლიცენზიის საფუძველზე,  კომპანია ახორციელებს  პერლიტის მოპოვებას, ნედლეულის გადამუშავებას და ფრაქციონირებული პერლიტის პროდუქციის რეალიზაციას. პერლიტის საბადო მდებრეობს საქართველოს მაღალმთიან რეგიონში, თბილისიდან 130 კმ–ში, ზღვის დონიდან 2150–2300 მეტრ სიმაღლეზე, საქართველოს უდიდესი ტბის  „ფარავნის“   სიახლოვეს.

კომპანიის მფლობელობაშია საწარმო ბაზა, რომელიც მოიცავს ფრაქციონირებული და აფუებილი პერლიტის წარმოების სრულ ტექნოლოგიებს.  პერლიტის გადამუშავების ტექნოლოგია ითვალისწინებს დამსხვრევა–შრობა–ფრაქციონირება–შეფუთვის ოპერაციებს. მზა პროდუქციის მომხმარებლებზე მიწოდება ხდება ჩვენი ქარხნიდან როგორც საავტომობილო, ასევე სარკინიგზო ტრანსპორტით. ასევე, მიწოდება შესაძლებელია საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურებიდან: ფოთისა და ბათუმის პორტებიდან.

ამერიკისა და უკრაინის პერლიტის ინსტიტუტებთან  თანამშრომლობის შედეგად ჩვენი კომპანია  ეცნობა თანამედროვე ტექნოლოგიებს, რის შედეგადაც წარმოებაში მუდმივად ინერგება  უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებისთვის. ფრაქციონირებული პერლიტის 95% გადის ექსპორტზე  უკრაინაში, რუსეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში და ა.შ.

სამთო კომპანია „ფარავანპერლიტი“ საქართველოში ერთადერთი მწარმოებელია პერლიტის ბლოკებისა და პერლიტის სხვადასხვა სამშენებლო პროდუქტის, რომელიც შეესაბამება „ეკო სახლისა“ და „თბილი სახლის“ თანამედროვე სტანდარტებს, სამშენებლო მასალებისა და ენერგო რესურსების ეფექტურად გამოყენების თვალსაზრისით.

ჩვენი მისია

უზრუნველყოთ პროდუქტი, რომელიც აკმაყოფილებს მომხმარებლის ხარისხის მოლოდინს და შედეგად ქმნის გრძელვადიან ურთიერთსარგებლულ თანამშრომლობას.

პერლიტის დივერსიფიცირებული ბაზრის შემდგომი განვითარება მისი უნიკალური თვისებების გამოყენებით.

გავაფართოვოთ ჩვენი ცოდნა, გამოცდილება და ინფრასტრუქტურა, რათა შევამციროთ ჩვენი ხარჯები და ამით ხელი შევუწყოთ კონკურენტულ უპირატესობას.

ჩვენი ბუნებრივი წყაროების დაცვა და მათი გამოყენება მაქსიმალურად ეფექტურად.

ნაღდი რეზერვების დამუშავება სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და სამრეწველო წარმოების მიზნით.

საქართველოს ეკონომიკური პოტენციის გამყარება მსოფლიო ბაზარზე, კომპანიის რესურსების გამოყენების გზით.

ექსპორტის პოტენციალის გაზრდა

ტექნიკური პერსონალის მომზადება სამთო სექტორის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

ჩვენი ხედვა

უზრუნველყოთ ეკოლოგიურად სუფთა გარემო მომავალი თაობებისთვის