მოპოვება

მოპოვება 2019-08-02T11:22:07+04:00

პერლიტის ისტორია

პერლიტი – (ფრანგულად PERLITE, PERLE – მარგალიტი) – ვულკანური წარმოშობის მთის ქანი.

 

ლავას დინების ნაპირზე, მაგმატიური ნადნობების დედამიწის ზედაპირთან პირველადი ურთიერთშეხების ადგილებში, ლავას სწრაფი გაციების შედეგად ფორმირდება ვულკანური მინა – ობსიდიანი. შემდგომში მიწისქვეშა წყლები ჩადის ობსიდიანში და ხდება მისი ჰიდრაცია და ობსიდიანის ჰიდროქსიდის – პერლიტის წარმოქმნა.

 

პერლიტი – არაბოჭკოვანი მასალაა, ის უვნებელია ადამიანისთვის, არ იწვევს ალერგიულ რეაქციებსა და კანის გაღიზიანებას, არ ვნებს შენობის კლიმატს. პერლიტთან მუშაობა ძალიან მარტივია, კედლების და კუთხეების მალების ამოვსება უაღრესად ადვილია. ეს მასალა არ იწვის და არ ლპება, ბიომდგრადი და ქიმიურად ინერტულია (PH=6.5±7). პერლიტის ასეთმა უნიკალურმა თვისებებმა განაპირობა მისი საკმაოდ ფართო გამოყენება სამშენებლო ინდუსტრიაში.

 

პერლიტისთვის დამახასიათებელია წვრილი კონცენტრიულად-გარსოვანი ცალკეულობა (პერლიტისებრივი სტრუქტურა), რის მიხედვითაც ის იშლება მომრგვალო ბირთვებზე (პერლებზე), რომლებიც გვაგონებს მარგალიტებს, მათთვის მახასიათებელი ბრწყინვით. სხვა ვულკანური ქანებისგან პერლიტი განსხვავდება ბმული წყლის შემცველობით (1% მეტი). ფოროვნობა შეიძლება შეადგენდეს 8-40%-ს. პერლიტი შეიძლება იყოს შავი, მწვანე, წითური, ყავისფერი და თეთრი ფერების სხვადასხვა ელფერის.

 

პერლიტის ქიმიური შემადგენლობა: 70-75% სილიციუმის ოქსიდი: SiO2.12-15% , ალუმინის ოქსიდი: Al2O3.3-4% ნატრიუმის ოქსიდი: Na2O, 3-5% კალიუმის ოქსიდი: K2O, 0.5-2% რკინის ოქსიდი: Fe2O3.0.2–0.7% მაგნიუმის ოქსიდი: MgO, 0.5-1.5% კალციუმის ოქსიდი CaO 3-5% დანაკარგი (ქიმიური/კომბინირებული წყალი).

 

პერლიტის ნაირსახეობა: ობსიდიანური (ობსიდიანის ნარევებით), სფეროლუტური (მინდვრის შპატის ნარევებით), ქარვისებრი (შემადგენლობით ერთგვაროვანი), მინისებრი და სხვა. აგებულების მიხედვით განასხვავებენ მასიურ, ზოლებიან, ბრექჩიისებურ, პემზისებრ პერლიტებს. პერლიტი ყველაზე მრავალმიზნობრივი, უნივერსალური მასალაა.

 

პერლიტის ნედლეულის კლასიფიკაცია იყოფა ორ კატეგორიად – პირველი კატეგორია და მეორე კატეგორია. სამთო კომპანია „ფარავანპერლიტი“-ს მიერ მოპოვებული პერლიტი მიეკუთნება პირველ კატეგორიას.

 

პერლიტის მოპოვება

სახელწოდება – პერლიტი – ფრანგული სიტყვიდან – perle – გამომდინარეობს და ნიშნავს მარგალიტს; პერლიტი მომრგვალო ბირთვების ფორმისაა, მარგალიტების მსგავსად და ახასიათებს მარგალიტისებრი ბრწყინვა.

 

პერლიტი არის ვულკანური მინა, რომელიც აფუების შედეგად ფართოვდება და ფოროვანი ხდება. აფუების შედეგად ის შეიძლება თავის საწყის ზომაზე ოცჯერ მეტი გახდეს. მაღალ ტემპერატურაზე აფუებისას პერლიტში არსებული წყლის მოლეკულების აორთქლება იწვევს მის გაფართოებას (აქ მოქმედებს იგივე პრინციპი, რაც სიმინდის მარცვლების ბატიბუტად გადაქცევისას). აფუებამდე, პერლიტის ნედლეული არის ნაცრისფერი, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს მწვანე, ყავისფერი, ცისფერი ან წითელი. აფუების შემდეგ კი, როგორც წესი, თეთრ ფერს იღებს.

 

პერლიტი ინდუსტრიაში ორი ფორმით გვხვდება: პერლიტის ნედლეული, რომელიც მზადდება პერლიტის დამსხვრევისა და შემდეგ ფრაქციონირების გზით და აფუებული პერლიტი, რომელიც მიიღება მაღალ ტემპერატურაზე აფუების შედეგად.

 

სამწუხაროდ, მსოფლიოში პერლიტის მოპოვებასა და მოხმარებაზე ძალიან მწირი ინფორმაცია მოიპოვება, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ აშშ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი და მომხმარებელია პერლიტის ნედლეულისა და აფუებული პერლიტის. ჩინეთი, საბერძნეთი, იტალია, ფილიპინები, მექსიკა და თურქეთი მიჩნეული არიან პერლიტის ნედლეულისა და აფუებული პერლიტის მსხვილ მწარმოებლებად. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს გააჩნია დიდი რესურსი, პერლიტის უდიდესი ნაწილი იმპორტით შედის, ძირითადად საბერძნეთიდან.

 

პერლიტი გამოიყენება სამშენებლო სფეროში, უმეტესად იატაკის დათბუნებისა და სატიხრე მასალაში, ასევე ბლოკებში (როგორს საუკეთესო ცეცხლგამძლე მასალა), საიზოლაციო მილებისთვის და კედლებისა და კუთხეების მალების ამოსავსებად. მაგალითად, პერლიტი ადვილად აღწევს ბეტონის ბლოკების ღრუებში, რაც აუმჯობესებს საიზოლაციო ხარისხს. პერლიტი ფართოდ გამოიყენება როგორც საიზოლაციო მასალა; ის ამცირებს ხმაურის გამტარიანობას და ხელს უშლის ცეცხლის გავრცელებას შენობის სხვადასხვა კომპონენტებში.

 

 

პერლიტი (ნიადაგთან შერეული) უმნიშვნელოვანესი კომპონენტია მებაღეობისა და სოფლის მეურნეობის სფეროში. ნიადაგში პერლიტის დამატება აუმჯობესებს ჰაერგამტარიანობას და ნიადაგს უნარჩუნებს სინესტეს. ეს მკვეთრად აუმჯობესებს მცენარეთა ზრდის პირობებს, რაც წარმოადგენს პერლიტის მოხმარების დაახლოებით 10%-ს წლიურად.

 

პერლიტი გამოიყენება როგორც ფილტრი ფარმაკოლოგიაში, მეტალურგიაში, კრიოგენიკასა და ეკოლოგიაში და როგორც შემავსებელი (დანამატი) ცემენტისა და პლასტმასის წარმოებაში.

წარმოების პროცესი

უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებისთვის სამთო კომპანია ფარავანპერლიტს გააჩნია დახვეწილი საწარმოო საშუალებები. კომპანიის მფლობელობაშია საწარმოო ბაზა, რომელიც მოიცავს ფრაქციონირებული და აფუებული პერლიტის წარმოების სრულ ტექნოლოგიურ ციკლს.

 

სამთო კომპანია „ფარავანპერლიტს“ გააჩნია საკუთარი სარკინიგზო მისასვლელი რკინიგზის სადგური ფარავნიდან 2 კმ–ის მანძილზე (მარაბდა–ახალქალაქის რკინიგზის 101–ე კმ–ზე). კარიერი გახსნილია რკინიგზის მისასვლელი ლიანდაგიდან 1 კმ–ში.

 

ნედლეულის საშუალედო საწყობიდან პერლიტის ტრანსპორტირება ხდება სარკინიგზო ტრანსპორტით პერლიტის გადამამუშავებელ ქარხანაში (გარდაბნის რაიონი, სოფელი აგთაკლია) პერლიტის გადამუშავების ტექნოლოგია ითვალისწინებს დამსხვრევა–შრობა–ფრაქციონირება–შეფუთვის ოპერაციებს.

 

სამთო კომპანია “ ფარავანპერლიტი“ მუდმივად ეძებს ახალ გადაწყვეტილებებს, რათა გაუმჯობესდეს პერლიტის წარმოება და წარმოებული პროდუქციის ახალი ტექნოლოგიების დანერგვა.

 

მზა პროდუქციის მომხმარებლებზე მიწოდება ხდება ჩვენი ქარხნიდან როგორც საავტომობილო, ასევე სარკინიგზო ტრანსპორტით. ასევე, მიწოდება შესაძლებელია საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურებიდან: ფოთისა და ბათუმის პორტებიდან.