აფუებული პერლიტის ქვიშა გოსტ 10832-2009
ფარავნის საბადოზე მოპოვებულ პერლიტის ნედლეულს აქვს აფუების უნიკალური თვისება, ის ფუვდება თავის მოცულობაზე 30-ჯერ მეტად. მისგან მიღებული პროდუქტის სიმკვრივე მერყეობს 30 კგ/მ3-დან 170 კგ/მ3-მდე; დამტკიცებულია „სილბრიკო კორპორაციის“ ლაბორატორიის ტესტებით, 2011 წელს აშშ-ში (www.silbrico.com). აუფუებელი დონის კოეფიციენტი კი მერყეობს 0,8%-დან 1,6%-მდე; კვლავ, დამტკიცებულია „სილბრიკო კორპორაციის“ ლაბორატორიის ტესტებით, 2011 წელს აშშ-ში (www.silbrico.com)
აფუებული პერლიტი გამოიყენება პერლიტის ბლოკების, სენდვიჩ პანელებისა და ტიხრების დასამზადებლად, როგორც შემავსებელი მსუბუქი თბოსაიზოლაციო მასალა, პერლიტის კერამიკისა და ბიტუმის პროდუქტის წარმოებისთვის, სინთეზური (სინთეტიკური) ფისების, თაბაშირისა და პერლიტო-სილიკატური მასალების დასამზადებლად, საბათქაშე ხსნარების, ხანძარსაწინააღმდეგო ფითხების, ჭერის, მანსარდებისა და კედლების დასათბუნებლად.
აფუებული პერლიტი იდეალური მსუბუქი თბო-ბგერათსაიზოლაციო მასალაა, რომელიც გამოიყენება იატაკების, კედლების, სართულშორის გადახურვების თბოიზოლაციისათვის, მანსარდებსა და სხვენების მშენებლობისას, შენობების დასათბუნებლად, სხვადასხვა სათავსების და საცხოვრებელი ფართების საიზოლაციოდ და აკუსტიკური კომფორტის შესაქმნელად.
აფუებული პერლიტს ტოლი არ მოეძებნება ისეთ მნიშვნელოვან პარამეტრებში, როგორიცაა დაბალი თბოგამტარიანობა და მაღალი ბგერათსაიზოლაციო და ბგერათმშთანთქმელი მახასიათებლები, ერთობლიობაში კი სწორედ ეს ქმნის კომფორტულ პირობებს შენობაში: ზამთარში სითბოს და ზაფხულში -სიგრილეს.
აფუებული პერლიტი გამოიყენება მსუბუქი ბეტონების დასამზადებლად – პერლიტობეტონი, რომლის ფოროვან-მარცვლოვანი სტრუქტურა განაპირობებს მის დაბალ თბოგამტარიანობას და მაღალ აკუსტიკურ მაჩვენებლებს. თავის უნიკალურ თვისებებს პერლიტობეტონი შესანიშნავად ავლენს მონოლითურ სტრუქტურებში, ბლოკების, ტიხრების, ფილებისა და ბათქაშის საფარის სახით.
პერლიტობეტონი წარმოადგენს მსუბუქ ბეტონის ნაირსახეობას, რომელსაც აქვს მარცვლოვანი სტრუქტურა, დაბალი მოცულობითი წონა – 500-800 კგ/მ3 (ცივი ბეტონის წონა 2200-2400 კგ/მ3), რომელიც ვნიშვნელოვნად ამცირებს ნაგებობის საძირკვლისა და მზიდი კონსტრუქციის სტატიკურ დატვირთვას.
პერლიტობეტონი ხასიათდება მაღალი ორთქლშეღწევადობით. ამ თვისების გამო მისგან აშენებული სახლი „სუნთქავს”. 20სმ-იანი პერლიტობლოკის კედელი თავისი თბოფიზიკური მაჩვენებლებით წარმატებით ცვლის თითქმის ერთმეტრიანი აგურის, ან ცივი ბლოკის წყობას, რაც დამატებით ამცირებს მშენებლობის ხარჯს 20-30%.
7 ფაქტორი რის გამოც მშენებლობის დროს ჩვენ ვირჩევთ პერლიტს
პერლიტი ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა სტერილური სამშენებლო მასალაა, მსუბუქი, არ იშლება, არ იწვის, არ ლპება და არატოქსიკურია.
პერლიტს ახასიათებს სითბოს და ხმის მაღალი საიზოლაციო თვისებები, ფოროვან-მარცვლოვანი სტრუქტურა განაპირობებს პერლიტის დაბალ თბოგამტარიანობას და მაღალ აკუსტიკურ მაჩვენებლებს, ერთობლიობაში კი სწორედ ეს ქმნის კომფორტულ პირობებს შენობაში: ზამთარში სითბოს და ზაფხულში – სიგრილეს.
პერლიტის გამოყენება ბინათმშენებლობაში საშუალებას გვაძლევს, შენობის დათბუნებაზე და გაგრილებაზე მივაღწიოთ 60 %-მდე ენერგო-ეკონომიას
პერლიტი ხასიათდება მაღალი ორთქლშეღწევადობით. ამ თვისების გამო მისგან აშენებული სახლი „სუნთქავს”.
20-25სმ.-იანი მსუბუქი პერლიტობლოკის კედელი, თავისი თბოფიზიკური მაჩვენებლებით წარმატებით ცვლის თითქმის ერთმეტრიანი ცივი ბლოკის წყობას, რაც დამატებით ამცირებს მშენებლობის ხარჯს 20-30%.
პერლიტი იდეალური, მსუბუქი თბო-ბგერათსაიზოლაციო მასალაა, რომელიც გამოიყენება იატაკების, კედლების, სართულშორის გადახურვების თბოიზოლაციისათვის, მანსარდებსა და სხვენების მშენებლობისას, შენობების დასათბუნებლად, სხვადასხვა სათავსების და საცხოვრებელი ფართების საიზოლაციოდ და აკუსტიკური კომფორტის შესაქმნელად. პერლიტი შეუცვლელია დახრილი სახურავების და სხვენების თბო-ბგერათიზოლაციისათვის. მშენებლობაში ამცირებს ნაგებობის საძირკვლისა და მზიდი კონსტრუქციის სტატიკურ დატვირთვას.
პერლიტი გამოირჩევა მაღალი ცეცხლგამძლეობით, მისი დნობის ტემპერატურაა +1260°C, პერლიტის ბლოკი და სხვადასხვა ნაკეთობები არ იწვის და ხელს უშლის ცეცხლის გავრცელებას, ზრდის კონსტრუქციის ცეცხლმდეგობას (3-4 სთ). პერლიტი არ ძველდება, არ იშლება დროთა განმავლობაში, მასზე ვერავითარ გავლენას ვერ ახდენენ ცხოველური და მცენარეული წარმოშობის სხვადასხვა მავნებლები.