პერლიტის მსუბუქი თბოსაიზოლაციო სამშენებლო ბლოკები

შენობის პროექტირების დროს მთავარი ყურადღება ექცევა კონსტრუქციის გაიაფებას მსუბუქი და ხარისხიანი სამშენებლო მასალების გამოყენებით. აფუებული პერლიტის ბაზაზე დამზადებული თბოსაიზოლაციო სამშენებლო მასალების გამოყენება მშენებლობაში საშუალებას იძლევა შემცირდეს მთლიანი კონსტრუქციის წონა, შემცირდეს მოთხოვნა სხვა სამშენებლო მასალებზე და შემცირდეს ენერგორესურსების დანახარჯები შენობის ექსპლოატაციის დროს. აფუებული პერლიტი არის უნიკალური, ბუნებრივი სამშენებლო მასალა.

თეორიულად და პრაქტიკულად დადასტურებულია, რომ 20 სმ-იანი პერლიტის ბლოკის კედელი, თავისი თბოფიზიკური მაჩვენებლებით, წარმატებით ცვლის ერთ მეტრიან აგურის წყობასა და ცივი ბლოკის კედელს. თავისი სიმსუბუქის გამო, პერლიტბეტონის ელემენტები 25-30%-ით ამცირებენ ნაგებობების საძირკვლებისა და მზიდი კონსტრუქციის სტატიკურ დატვირთვას, ასევე მცირდება მშენებლობის ხარჯი 15-30%-ით. პერლიტის ბლოკი ხასიათდება თბოგამტარიანობის დაბალი კოეფიციენტით, მაღალი გამძლეობითა და ბგერათსაიზოლაციო თვისებით, ძალიან მსუბუქია, არ იწვის და რაც ყველაზე მთავარია, არის ეკოლოგიურად სუფთა.

სიმტკიცე, სისქე და წონა – სხვადასხვა ზომის მსუბუქი ბლოკები წონით 5-18 კგ-მდე, სიმტკიცის ზღვარი კუმშვაზე 25-35კგ/სმ2. ბეტონის მოცულობითი წონა მშრალ მდგომარეობაში 550-750კგ/მ3.

თბოგამტარიანობა – თბოგამტარიანობის ძალიან დაბალი მაჩვენებელი − 0.12 – 0.22 ვტ/მ°C.

ეკოლოგიურად სუფთა – პერლიტი ეკოლოგიურად სუფთა მასალაა, რომლის წარმოების დროსაც არ გამოიყენება ქიმიური კომპონენტები; არ იწვევს ალერგიულ რეაქციას და კანის გაღიზიანებას; პერლიტი არ იშლება და არ ლპება, არ ზიანდება მწერების და მღრღნელების მიერ.

ცეცხლგამძლეობა – პერლიტი გამოირჩევა მაღალი ცეცხლგამძლეობით, მისი დნობის ტემპერატურაა +1260°C, შესაბამისად ბლოკი არ იწვის და ხელს უშლის ცეცხლის გავრცელებას. ზრდის კონსტრუქციის ცეცხლმდეგობას (3-4 საათით).

ბგერათიზოლაცია – ბგერათიზოლაციის მაღალეფექტური მაჩვენებლის (200-2000 ჰერცი სიხშირისას მაჩვენებელია 0-35-0.65დცბ) და სივრცის მჭიდროდ ამოვსების უნარის წყალობით, პერლიტის ბლოკი ახშობს ხმაურს და ხელს უშლის კედელში ბგერითი ტალღების გავლას.

მაქსიმალური ჰაერგამტარობა – ყველა სხვა დანარჩენ თბოსაიზოლოცაიო მასალებს შორის პერლიტის ბლოკები გამოირჩევიან ჰაერგამტარობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით, რაც საშულებას აძლევს შენობას „ისუნთქოს“. პერლიტის ბლოკი ადვილად იჭრება, იხვრიტება და ილესება

პერლიტის ბლოკებს ახასიათებს სითბოს და ხმის მაღალი საიზოლაციო თვისებები, ფოროვან-მარცვლოვანი სტრუქტურა განაპირობებს პერლიტის დაბალ თბოგამტარიანობას და მაღალ აკუსტიკურ მაჩვენებლებს, ერთობლიობაში კი სწორედ ეს ქმნის კომფორტულ პირობებს შენობაში: ზამთარში სითბოს და ზაფხულში – სიგრილეს.
პერლიტის ბლოკის გამოყენება ბინათმშენებლობაში საშუალებას გვაძლევს, შენობის დათბუნებაზე და გაგრილებაზე მივაღწიოთ 60%-მდე ენერგო-ეკონომიას.

 

პერლიტი იდეალური, მსუბუქი თბო-ბგერათსაიზოლაციო მასალაა, რომელიც გამოიყენება იატაკების, კედლების, სართულშორის გადახურვების თბოიზოლაციისათვის, მანსარდებსა და სხვენების მშენებლობისას, შენობების დასათბუნებლად, სხვადასხვა სათავსების და საცხოვრებელი ფართების საიზოლაციოდ და აკუსტიკური კომფორტის შესაქმნელად. პერლიტი შეუცვლელია დახრილი სახურავების და სხვენების თბო-ბგერათიზოლაციისათვის. მშენებლობაში ამცირებს ნაგებობის საძირკვლისა და მზიდი კონსტრუქციის სტატიკურ დატვირთვას.

 

პერლიტის ბლოკი გამოირჩევა მაღალი ცეცხლგამძლეობით, მისი დნობის ტემპერატურაა +1260°C, პერლიტის ბლოკი და სხვადასხვა ნაკეთობები არ იწვის და ხელს უშლის ცეცხლის გავრცელებას, ზრდის კონსტრუქციის ცეცხლმდეგობას (3-4 სთ).

 

პერლიტის ბლოკი არ ძველდება, არ იშლება დროთა განმავლობაში, მასზე ვერავითარ გავლენას ვერ ახდენენ ცხოველური და მცენარეული წარმოშობის სხვადასხვა მავნებლები.

ჩვენი ბლოკები და პერლიტის სხვადასხვა სამშენებლო პროდუქტებიშეესაბამებაეკო სახლისადათბილი სახლისთანამედროვე სტანდარტებს, სამშენებლო მასალებისა და ენერგო რესურსების ეფექტურად გამოყენების თვალსაზრისით.