Port Baku Towers
PORT BAKU TOWERS ბაქოში (აზერბაიჯანი), აშენებულია ჩვენი კომპანიის მიერ წარმოებული 25″-იანი პერლიტის სრულტანიანი ბლოკით PASHA CONSTRUCTION-ის მიერ. მრავალდარგობრივი 33 სართულიანი კომპლექსი შედგება საოფისე ფართების, სარეზიდენციო კოშკისა და სავაჭრო ცენტრისგან. გამოყენების სფეროებია: საცხოვრებელი, ბიზნესი, ვაჭრობა.
Axis Towers
ეს არის პროექტი, რომლის ყველა საპროექტო, საინჟინრო და სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებენ ქართველი სპეციალისტები უცხოელ კოლეგებთან ერთად. შედეგად ქვეყანაში შემოდის და ინერგება საერთაშორისო გამოცდილება და უახლესი ტექნოლოგიები. აქსის თაუერსი
Tropical Garden
Tropical Garden-ი გთავაზობთ შავი ზღვის სანაპიროზე განლაგებულ საცხოვრებელი კომპლექსის პროექტს რომელიც აშენებულია საუკეთესო ხარისხის მასალებით, მათ შორის ჩვენი პერლიტის ბლოკით.
აპექს-ის მისიაა, შექმნას ისეთი პროდუქტი, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული მომხმარებლების სურვილებსა და მოთხოვნებზე. ჩვენ მივისწრაფვით, რომ აპექსი ასოცირდებოდეს ადამიანებისათვის ხარისხთან, კომფორტთან და თანამედროვე ცხოვრების სტილთან.
“კასკადი 360” ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც ნერგავს ევროპულ სტანდარტებს საქართველოს სამშენებლო ბაზარზე, ზრუნავს მაღალ ხარისხსა და ეკოლოგიურობაზე და ასევე ქმნის მყუდრო და კომფორტულ გარემოს საკუთარი მაცხოვრებლებისათვის.
კომპანიის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მშენებლობაზე გამოიყენება მხოლოდ ენერგოეფექტური სამშენებლო მასალა. სეუ დეველოპმენტის პრიორიტეტია, ისეთი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, რომელიც დააკმაყოფილებს თითოეული მომხმარებლის მოთხოვნებსა და სურვილებს, ამასთან მსგავსი პროექტების ხელმისაწვდომობა საზოგადოების ყველა წევრისთვის.
“ახალი თბილისის” მისიაა: შევქმნათ მაღალი ხარისხის კომფორტული საცხოვრებელი გარემო ხელმისაწვდომ ფასად, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონე და დავიცვათ თბილისის სწორი ურბანული დაგეგმარება. ჩვენ მივისწრაფით, საქართველოში რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცეთ საშუალება იცხოვროს მაღალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. ჩვენ ვქმნით ქალაქის ყველაზე დიდ უბანში ახალ, მშვიდ და გამწვანებულ სივრცეს.
სამშენებლო ჯგუფი “თბილისი” ზრუნავს მშერნებლობის მაღალ ხარისხსა და ეკოლოგიურობაზე და იყენებს ენერგოეფექტურ მასალებს. სახლის გარე კედლების ამოსაშენებლად გათვალისწინებულია მაღალი თბომედეგობის ბლოკები, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს შენობის თბოდანაკარგს და ქმნის შიდა სივრცეში იდეალურ კლიმატს.
პროექტის რეალიზაციისათვის კომპანია უდიდეს ყურადღებას უთმობს ისეთ კრიტერუმებს, როგორიცაა მშენებლობის უსაფრთხოება, ხარისხი, თანამედროვე სტანდარტები და სამშენებლო მასალა. მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსიდან “ნიუ დიღომი კორ”სახლის აივნებიდან იშლება მთაწმინდის და სამების საკათედრო ტაძარის ულამაზესი ხედები.
კომპანია x2 დეველოპმენტ ჯგუფი დაარსდა 2014 წელს, მისი მიზანია შექმნას შესანიშნავი პროექტები, კომფორტული და განსხვავებული. კომპანიის მიზანია დაიმკვიდროს თავი ბაზარზე.
კაპიტელ ინვესტის საქმიანობის ფართო სპექტრი მოიცავს სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და საინჟინრო სამუშაოებს, პროექტირებას, დიზაინს. კაპიტელ ინვესტის გუნდი უზრუნველყოფს ნებისმიერი სირთული სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების მაღალ პროფესიულ დონეზე დაგეგმარებასა და განხორციელებას.
სამშენებლო კომპანია „დაგი” შექმნიდან დღემდე ეწევა სამშენებლო-სარემონტო–სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ხარისხის კონტროლის სრული დაცვით, რასაც განაპირობებს კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება, კვალიფიციური ინჟინრებისა და არქიტექტორებისგან შემდგარი ერთიანი ჯგუფი. სასტუმრო “მუზეუმი” კომპანიის ერთ-ერთი განხორციელებული პროექტია პერლიტის ბლოკების გამოყენებით.
New Group არის დეველოპერული კომპანია, რომლის მიზანია თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით ააშენოს დახვეწილი დიზაინის საცხოვრებელი სახლები. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდი მაქსიმალურად ორიენტირებულია, მომხმარებლის სურვილსა და საჭიროებაზე.
კომპანია ედემი: ვაშენებთ სხვისთვის, ვაშენებთ ჩვენთვის და ყველასთვის, ვაშენებთ ცოტას და ხარისხიანს, რომ თავი ახალ სახლში ყველაზე კარგად იგრძნოთ, ვზრუნავთ თქვენს გართობაზე, დასვენებასა თუ საქმიან პარტნიორებთან წარმატებულ ურთიერთობაზე. ჩვენი მთავარი ორიენტირია, მიზნები განვახორციელოთ ადგილობრივი რესურსის გამოყენებით ეკოლოგიურად სუფთა, ხარისხიანი ქართული პროდუქციის შექმნის, გარემოს დაცვისა და მომხმარებლისათვის ოპტიმალური, მათზე მორგებული სერვისის შეთავაზების მეშვეობით.
კომპანია “ვინჩი დეველოპმენტი” წლების მანძილზე ღირსეულ პარტნიორობას უწევს კორპორატიულ დამკვეთებს, ჩვენ მიერ შემუშავებული პროექტები აერთიანებს თანამედროვე დიზაინს, კომფორტულ გეგმარებასა და საუკეთესო ხარისხის მშენებლობას.
“ეუროპიან პრაიმკლას ქონსთრაქშენი” წარმოადგენს ქართულ-გერმანულ სამშენებლო კომპანიას, რომლის მთავარი მიზანია ევროპული გამოცდილებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით დანერგოს მშენებლობის ახალი, პრემიუმ სტანდარტი საქართველოში.
სამშენებლო კომპანია როდოსი დაარსდა ბრიტანულ-ქართული თანაივესტირებით. კომპანიის მისიაა, შეუქმნას მომხმარებელს კომფორტული პირობები სამშენებლო მომსახურების ფართო სპექტრის შეთავაზებით და შექმნას საიმედო და მაღალი ხარისხის საცხოვრებელი და სავაჭრო ობიექტები.