KAR.GE პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი “იყიდე ქართული” 2017

55 პარტნიორი ორგანიზაციისგან შემდგარმა კოალიციამ მოძრაობა KAR.GE-ს ხელმძღვანელობით ქართულ საქმეში ერთი მოკრძალებული, მაგრამ დიდად მნიშვნელობის ნაბიჯი გადავდგით წინ და ეს ძალიან გვეამაყება!
2017 წლის 10 ოქტომბერს მოძრაობა KAR.GE-ს ინიციატივითა / ორგანიზებით 55 ორგანიზაციისაგან შემდგარმა კოალიციამ სასტუმრო – “ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი”-ში პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი – “იყიდე ქართული“ ჩაატარდა, რომელშიც 300+ საქმიანი ადამიანის მონაწილეობდა.

“იყიდე ქართული”-ს სპონსორები და იმავდროულად ექსპოს კომპონენტში მონაწილე მწარმოებლები: აქვა გეო, ბებოს ნობათი, გურიელი, გლობალ ბიერ ჯორჯია, გრეიფი, გრინპაკი, დე-კა, დემა, დიზაინ ემ ჯორჯია, დილის პროდუქტები, ეი ენდ თი ტრეიდინგი, ემსიბი ჯორჯია, ვესტუსი, ზედაზენი, თელიანი ველი, თიდაზინი, ივერია ტექს, ივერია, იზოსია, იმერეთი გრინერი, ირინოლა, კავკასპაკი, კამპა, კოოპერატივი კოდი, მადლიანი 2017, MG მარიამ გიორგაძე, მარშე, მედა ბრაითი, მეტალტექნიკა, მეღვინეობა ხარება, მზეთამზე, ნოვა, ნუტრიმაქსი, რუსთავის აზოტი, სამთო კომპანია ფარავანპერლიტი, საფერიკო, საქკაბელი, სიღნაღი, ტისუპეიპერ, ტყიბულის ჩაი, ქარვა, ქართული ზეთისხილი, ქართული პრემიუმი, შატო ნეკრესი, შინაური, ჯეო მულჩი;

ფორუმმა ერთ სივრცეში შეკრიბა მწარმოებლები, საცალო & საბითუმო სავაჭრო ცენტრები / ქსელები / მაღაზიები, სასტუმროები, რესტორნები და კაფეები, დისტრიბუტორები, საბითუმო ბაზრობები, სატრანსპორტო / საფოსტო / კურიერულ კომპანიები, სერტიფიცირების მომსახურების მიმწოდებელი კომპანიები, უცხოეთიდან ჩამოსული ექსპორტიორები & buyer-ები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, ემიგრანტები და დიასპორული ორგანიზაციები, უცხო ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები საქართველოში, უცხოური სავაჭრო პალატები, სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები / პროექტები, ქართული ბიზნეს გაერთიანებები, ბიზნეს მედია, მთავრობის და პარლამენტის წევრები; სულ 300+ საქმიანი ადამიანი. აქ შედგა 1) გამოსვლები, 2) პანელური დისკუსიები, 3) 47 მწარმოებლის ქართული ხარისხიანი პროდუქციის ექსპო & დეგუსტაცია და 4) B2B შეხვედრები. სპეციალურად საერთაშორისო ფორუმისათვის ჩამოვიდნენ ექსპორტიორები აშშ-დან, ისრაელიდან, რუსეთიდან, ჰოლანდიიდან და სამხრეთ კორეიდან.

 

 

სამთო კომპანია ფარავანპერლიტი, როგორც ქართული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებელი კომპანია, შეუერთდა მოძრაობა KAR.GE-ს ამ ისტორიულ ღონისძიებას. ჩვენი კომპანია, წიაღით სარგებლობის ლიცენზიის საფუძველზე, აწარმოებს ფარავანზე პერლიტის მოპოვებას, ნედლეულის გადამუშავებას და ფრაქციონირებული და აფუებული პერლიტის პროდუქციის რეალიზაციას.

პერლიტი მრავალდარგობვირი პროდუქტია და გამოიყენება:

* მსუბუქი ბეტონების დასამზადებლად – პერლიტობეტონი, რომლის ფოროვან-მარცვლოვანი სტრუქტურა განაპირობებს მის დაბალ თბოგამტარიანობას და მაღალ აკუსტიკურ მაჩვენებლებს. თავის უნიკალურ თვისებებს პერლიტობეტონი შესანიშნავად ავლენს მონოლითურ სტრუქტურებში, ბლოკების, ტიხრების, ფილებისა და ბათქაშის საფარის სახით.

* მეტალურგიაში პერლიტი გამოყენება, როგორც სარკული ზედაპირის თერმოიზოლატორი და ასევე, როგორც კომპონენტი ჩამოსასხმელი ყალიბების დასამზადებლად. კრიოგენიკაში პერლიტს იყენებენ, როგორც თბოიზოლატორს კრიოგენული დანადგარებისთვის. მუშაობის რეჟიმი – 200°C-დან + 900°C-მდე. ეკოლოგიაში პერლიტი გამოიყენება, როგორც თხევადი დამაბინძურებელების მშთანთქმელი.

* პერლიტის საფილტრე ფხვნილი (გოსტი 30566-98) – დამხმარე საფილტრავი საშუალება ისეთი სხვადასხვა სუსპენზიების და სითხეების გასაფილტრად, როგორიცაა: შაქრის ვაჟინები, წვენები, ლუდი, ღვინო, მცენარეული და ტექნიკური ზეთები, ნავთობპროდუქტები, ანტიბიოტიკები, ნარჩენი წყლები, სხვადასხვა ქიმიური ხსნარები და საპოხი მასალები. შესაბამისად, პერლიტის საფილტრე ფხვნილის გამოყენება რეკომენდებულია მრეწველობის სხვადასხვა დარგში – კვების, ქიმიური, სამედიცინო, ნავთობგადამამუშავებელი და სხვა.

* აფუებული პერლიტი ფართოდ გამოიყენება მებაღეობასა და სოფლის მეურნეობაში. თავისი წყლისა და ჰაერშემკავებელი თვისებების გამო აგროპერლიტი გამოიყენება სასათბურე მეურნეობებში ხელოვნური ნიადაგების შესაქმნელად, ბოსტნეულის, ხილის, კენკროვანი კულტურებისა და ყვავილოვანი მცენარეების ჩითილების გამოსაყვანად და მათი სწრაფი ზრდისათვის. მასში არ არის არანაირი სარეველას თესლები და მავნე მწერების მატლები, რომლებსაც შეუძლიათ დააზიანონ ნარგავები. არაჩვეულებრივი თბოსაიზოლაციო თვისებების მქონე და ბაქტერიებისა და მწერების არ მქონე პერლიტი საიმედოდ იცავს სარგავ მასალას მწერების, ნესტის, სიცივის, მღრღნელების მიერ დაზიანებისაგან.

2019-03-11T06:22:37+04:00