აგრო პერლიტი
ბოლო წლების განმავლობაში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მისაღებად, უფრო და უფრო ხშირად გამოიყენება ნიადაგის ბუნებრივი სუბსტრატები და ტორფის ყველა შესაძლო სახეობა, როგორც „სუფთა სახით“, ასევე ნარევი სახით ქვიშასთან, ვერმიკულიტთან, პერლიტთან, მინერალურ ბამბასთან. ნიადაგის ბუნებრივი სუბსტრატების მისაღებად დიდი უპირატესობა ენიჭება აგროპერლიტს.
აგროპერლიტი – ეკოლოგიურად სუფთა მასალა, მარცვლის ზომა 0.63-5მმ, ნაყრითი სიმკვრივე 90-130 კგ, ტენიანობა არა უმეტეს 5% – მიიღება ვულკანური წარმოშობის პერლიტის ნედლეულისაგან. პერლიტი–ეკოლოგიურად სუფთა, ფხვიერი, ფოროვანი, რბილი, მსუბუქი, მტკიცე და გამძლე მასალაა. აქვს მაღალი აბსორბაციის უნარი: შეიწოვს საკუთარი წონის 400%-ზე მეტი სითხეს, რომელსაც უსაფრთხოდ ინახავს და ნელ-ნელა აბრუნებს ტენს მცენარეების ფესვებში. ბიოლოგიურად მდგრადობა: არ ექვემდებარება მიკროორგანიზმების მიერ დაშლასა და განადგურებას, არ წარმოადგენს მღრღნელებისა და ქვეწარმავლებისთვის მიმზიდველ გარემოს. ქიმიურად ინერტული: ნეიტრალურია ტუტეებისა და მსუბუქი მჟავების მოქმედებისას, სტერილურია, არატოქსიკური, არ შეიცავს მძიმე მეტალებს, pH – 7.0.
ბოსტნეულის მოყვანის მთლიანი ციკლის დროს აგროპერლიტი უზრუნველყოფს შესანიშნავ სანიაღვრე სისტემას და ამავე დროს ინარჩუნებს საჭირო ტენიანობას. არ მაგრდება და არ ლბება, ამცირებს ფესვების დანაკარგს ჩითილების და ნერგების ნიადაგიდან ამოღებისას, რადგან ის ეკვრის ფესვებს. აგროპერლიტი მეყვავილეობაში − ეს არის ძალიან სტერილური გარემო და ნარევების დანამატი. აგროპერლიტი აკუმულირებს წყალს საკვებ ნივთიერებებთან ერთად და შემდეგ ამარაგებს მცენარის ფესვებს, ანუ მორწყვის დროს საკვები ნივთიერებები არ ირეცხება და რჩება აგროპერლიტის მარცვლებში, რითიც შემდგომში იკვებება მცენარე.
აგროპერლიტი – ეს არის ტენიანობის ბუნებრივი დამგროვებელი, რომელიც აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას და ქმნის წყლისა და ჰაერის მოძრაობის უნაკლო სისტემას. აგროპერლიტი – ეს არის თესლის დაჩქარებული აღმოცენება გრუნტში გადარგვამდე (ტენიან პერლიტში დათესვის შემთხვევაში); ეს არის მცენარეთა დაცვა (განსაკუთრებით ფესვების) ტემპერატურის მნიშვნელოვანი ცვლილებებისაგან გაზაფხულზე და ზამთარში ღია გრუნტებზე; ნიადაგის გამაფხვიერებელი საჭირო ტენიანობის შესანარჩუნებლად.
აგროპერლიტი ფართოდ გამოიყენება პომიდვრის ინჟინერული მოყვანისას. ამ შემთხვევაში, რთული შემადგენლობის გრუნტი უნდა აკმაყოფილებდეს სხვადასხვა მოთხოვნებს: ხასიათდებოდეს მაღალი ფორიანობით (65-75%), შემცირებული წყლის მოცულობით (45-50%), ჰაერის მოცულობით – 20-25%, სიმკვრივე – 0,4-0,6 გ/სმ². აქედან გამომდინარე, ნიადაგში შეჰყავთ ის კომპონენტები, რომლებიც ხასიათდებიან მაღალი ფორიანობით და წყალგამტარობით. როგორც წესი, კომპონენტები სათბურის გრუნტში შეაქვთ შემდეგი თანაფარდობით: აგროპერლიტი 20-30%, ტორფი – 50-60%, კომპოსტი – 20-30%.
ტრადიციულად, ბოსტნეულის მოსაყვანად სათბურებში იყენებდნენ მინერალურ ბამბას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მინერალური ბამბის კუბურები გაცილებით მეტ წყალს აკავებენ, ვიდრე სხვა რომელიმე უფრო ფოროვანი სუბსტრატი, მაგალითად, პერლიტი. პერლიტს გააჩნია ძლიერი კაპილარული სისტემა, რომელიც წყალს ისეთივე სიჩქარით შთანთქავს, როგორც შეიწოვება მცენარის მიერ.
აგროპერლიტი უზრუნველყოფს ნარევში მეტი ჰაერის არსებობას, ნიადგაში საკვები ნივთიერების შეკავებას და მათ თანდათანობით გაცემას მცენარეზე. აგრეთვე, პერლიტი წარმოადგენს საკმაოდ სტერილურ გარემოს, რომელიც აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას და სანიაღვრე თვისებებს. დღესდღეობით სასათბურე მეურნეობების მწარმოებლების უმრავლესობა პერლიტს თვლის იდეალურ გარემოდ მცენარეთა კალმით გამრავლებისათვის. აქ მთავარია, რომ შენარჩუნდეს პერლიტის სუბსტრატის ტენიანობა და კალმები არ განიცდიდნენ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას.
საბოლოო შედეგი უმეტესად დამოკიდებულია ნერგების ხარისხზე. უკეთესია, თუ ლერწი დაფესვიანდება პერლიტისა და ტორფის ნარევში. პერლიტის დადებით თვისებებში უნდა გამოვყოთ მისი სტერილურობა (არანაირი ლპობა), იგი აბსოლუტურად უსაფრთხო და საიმედოა, არ საჭიროებს სტერილიზაციას.
სოფლის მეურნეობაში პერლიტი გამოიყენება ნიადაგის კონდიცირებისა და სტრუქტურის გასაუმჯობესებლად, ტენის შესანარჩუნებლად, მინერალური სასუქების მატარებლად. ბოლო 30 წლის მანძილზე, ნორვეგიის ტყის მასივების მოსაშენებლად ნერგები ფაქტიურად მთლიანად გამოყვანილია აგროპერლიტის გამოყენებით. აგროპერლიტის გამოყენება ამცირებს სუბსტრატის დატკეპვნას და მას უფრო ფხვიერს და ჰაერგამტარს ხდის. ჰოლანდიაში პომიდორი მოჰყავთ როგორც პერლიტის ტომრებში, ასევე სპეციალურ პოლიეთილენის მილებში, რის შედეგადაც მოსავლიანობა იზრდება 7-10%-ით. აშშ-ში აგროპერლიტი აქტიურად გამოიყენება ქალაქების გამწვანება-კეთილმოწყობისთვის, ბაღებისა და პარკების მოწყობისთვის, გოლფისა და სტადიონების მინდვრების გასამწვანებლად. გამოყენებული ნიადაგი შედგება 70% ქვიშის, 20% აგროპერლიტისა და 10% აზოტისაგან.
ქალაქის ბაღების, სკვერებისა და პარკების გამწვანებისთვის გამოყენებული სუბსტრატებში ძირითადად აგროპერლიტი და ტორფი შედის. აგროპერლიტის დაბალი თბოგამტარიანობა მცენარის ფესვებს იცავს დაზიანებისაგან ტემპერატურის ექსტრემალური ცვლილებების დროს. სიცხის დროს აგროპერლიტიანი ნიადაგი არ ხურდება, ხოლო ყინვის დროს ისე არ ცივდება, როგორც ჩვეულებრივი მიწა. ასეთი თვისებები ძალიან მნიშვნელოვანია ლანდშაფტის დიზაინისთვის ადრე გაზაფხულზე და შემოდგომაზე, განსაკუთრებით ისეთი მცენარეებისთვის, რომლებიც ღია გრუნტებზე იზამთრებენ.
პომიდვრის მოყვანისას მინერალური ბამბის ნაცვლად აგროპერლიტის გამოყენება, მოსავლიანობას 7-10%-ით ზრდის. აგროპერლიტის გამოყენებისას მცირდება ან საერთოდ არ იხმარება სასუქები და ინსექტიციდები. აგროპერლიტს შეუძლია შეაკავოს რადიონუკლიდების დიდი მოლეკულები.
დღესდღეობით, თითქმის მთელი ევროპა აგროპერლიტს იყენებს კიტრის მოსაყვანად. აგროპერლიტი დაფასოებულია პოლიეთილენის ტომრებში მოცულობით 60 კუბ. მეტრი დმ. ტომრებს 4-6 ხვრელი აქვს დატანებული მცენარისთვის. ტომრები მოთავსებულია სპეციალურ ხის კონტეინერებში. საკვები სითხე, რომელიც გარკვეული რაოდენობით მიეწოდება, აღწევს პერლიტის ზედა ფენაში და წარმოადგენს რეზერვს მიწოდების შეფერხების შემთხვევაში.
აგროპერლიტი იდეალური მასალაა ხილის, ბოსტნეულის და კენკროვანის შესანახად. პროდუქტი შეიძლება ჩალაგდეს 10, 15, 20 კგ სტანდარტულ ყუთებში ფენებად და ყოველი ფენა დაიფაროს 2-5 სმ სისქის პერლიტის ფენით. პერლიტი ხელს უშლის პროდუქტებს შორის აირის გაცვლის პროცესებს, იცავს როგორც დალპობისაგან, ასევე მწერების და მღრღნელების ზემოქმედებისაგან.
პერლიტი საიმედოდ იცავს სარგავ მასალას მწერების, ნესტის, სიცივის, მღრღნელების და მავნებლების მიერ დაზიანებისაგან. აქვს მაღალი აბსორბაციის უნარი: შეიწოვს საკუთარი წონის 400%-ზე მეტი სითხეს, რომელსაც უსაფრთხოდ ინახავს და ნელ-ნელა აბრუნებს ტენს მცენარეების ფესვებში. წვეთოვანი გზით მიწოდებული საკვების დანაკარგები მინიმუმამდე დაიყვანება, რამდენადაც აგროპერლიტი წყალთან ერთად შეიწოვს მას და შემდეგ მიაწვდის ფესვებს. აგროპერლიტი აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას და ქმნის წყლისა და ჰაერის მოძრაობის უნაკლო სისტემას.
აგროპერლიტი უზრუნველყოფს ნარევში მეტი ჰაერის არსებობას, ნიადგაში საკვები ნივთიერების შეკავებას და მათ თანდათანობით გაცემას მცენარეზე. აგრეთვე, პერლიტი წარმოადგენს საკმაოდ სტერილურ გარემოს, რომელიც აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას და სანიაღვრე თვისებებს. დღესდღეობით, სასათბურე მეურნეობების მწარმოებლების უმრავლესობა, მცენარეთა კალმით გამრავლებისათვის, პერლიტს იდეალურ გარემოდ მიიჩნევს. აქ მთავარია, რომ შენარჩუნდეს პერლიტის სუბსტრატის ტენიანობა და კალმები არ განიცდიდნენ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას. საბოლოო შედეგი უმეტესად დამოკიდებულია ნერგების ხარისხზე. უკეთესია, თუ ლერწი დაფესვიანდება პერლიტისა და ტორფის ნარევში. პერლიტის დადებით თვისებებში უნდა გამოვყოთ მისი სტერილურობა (არანაირი ლპობა), იგი აბსოლუტურად უსაფრთხო და საიმედოა, არ საჭიროებს სტერილიზაციას.
მებაღეობაში, აგროპერლიტს მსოფლიო მასშტაბით იყენებენ, როგორც ნიადაგის სუბსტრატის საფუძველს და ნიადაგის შემადგენელ კომპონენტს, სადაც იგი უზრუნველყოფს ოპტიმალურ აერაციასა და ტენიანობას, მცენარეთა იდეალური ზრდისთვის. აგროპერლიტის გამოყენების კიდევ ერთი უპირატესობა ჰიდროპონიკასა და მებაღეობის სხვა დარგებში არის ის, რომ აგროპერლიტი არის სტერილური და მასში არ ბუდობს არავითარი მავნებელი, მწერი და დაავადებები. მისი გამოყენება შეიძლება ორთქლით ან ქიმიური დამუშავების გარეშე. სხვა ორგანული ნივთიერებებისგან განსხვავებით, დროთა განმავლობაში, აგროპერლიტი არ ფუჭდება და არ ლპება.
აგროპერლიტი ფართოდ გამოიყენება გრუნტის გაფხვიერებისთვის, მისი სტრუქტურის გასაუმჯობესებლად, სინესტის შენარჩუნებისა და ჰაერგამტარიანობისთვის. მისი წყალობით ნიადაგში დგება ჰაერისა და წყლის იდეალური ბალანსი, ის არ იტბორება და არ ექვემდებარება გამოშრობას, არ იტკეპნება და ქოთნებში მცენარისთვის ნიადაგი მუდამ ჰაერგამტარია.
აგროპერლიტი უზრუნველყოფს კარგ დრენაჟს მცენარეებისთვის, ხელს უწყობს მცენარის ფესვების იდეალურ განაწილებას კონტეინერის მთელ მოცულობაზე, ახორციელებს გრუნტის აერაციას. მცენარე უკეთ ვითარდება და უხვად ყვავის, არ განიცდის ჟანგბადის ნაკლებობას, როგორც ეს ხდება მძიმე ნიადაგის შემთხვევაში.
მორწყვის დროს აგროპერლიტი აქტიურად იწოვს საკუთარი წონის 400-ზე მეტ სითხეს, უსაფრთხოდ ინახავს და შემდეგ ნელნელა გადასცემს როგორც ფესვთა სისტემას, ასევე აგროპერლიტის სხვა დანარჩენ ნაწილაკებს, რომლებიც უფრო ზემოთაა ნიადაგში. თუ სუბსტრატის ზედა ფენა გაშრება, მასზე მაინც არ ჩამოყალიბდება მყარი მასა, რომელიც, როგორც წესი ხელს უშლის წყლისა და ჰაერის გატარებას. აგროპერლიტი ქვედა შრიდან ამოიტანს წყალს და მოამარაგებს ზედაპირზე არსებულ ფესვებს.
აგროპერლიტს აქვს შესანიშნავი სინათლის ამრეკლავი თვისება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მცენარის განვითარებისთვის. როდესაც აგროპერლიტი გრუნტის ზედაპირზეა, ის ირეკლავს ულტრაიისფერი სხივების ენერგიას მცენარის ფოთლების ქვედა მხრიდან, ამასთან ხელს უშლის გრუნტის გადახურებას და იცავს ფესვებს გამოშრობისგან, ასევე ხელს უწყობს ტემპერატურის მუდმივად სტაბილური რეჟიმის შენარჩუნებას.
თუ ტენიანობა და სითბო ნიადაგში სწრაფად და მარტივად მიგრიგრდება, ეს მაჩვენებლები ვრცელდება ქოთნის მთელ მოცულობაზე. ნებისმიერი
მასალის თბოგამტარიანობის თვისებები, მათ შორის გრუნტის, პირდაპირ დამოკიდებულია სიმჭიდროვის მაჩვენებელზე. ენერგია უფრო ცუდად მოძრაობს, რაც უფრო ნაკლებია სიმჭიდროვე. ფხვიერი ნიადაგი ნელა ცხელდება და ასევე ნელა გრილდება, რაც უზრუნველყოფს ფესვთა სისტემის დაცვას როგორც გადახურებისგან, ასევე გაყინვისგან.
აგროპერლიტი საუკეთესო მასალაა მცენარეთა ვეგეტატიური გამრავლებისთვის, ისეთი სამყნავი და სარგავი მცენარისთვის, რომელიც წყალში არ ფესვიანდება. ზოგიერთი ძნელად დასაფესვიანებელი მცენარის კალმები, როგორიცაა ბეგონია, აზალია, ჰორტენზია (რომელსაც ძალიან უყვარს ბევრი წყალი), ნიადაგში არსებული სოკოთი და ბაქტერიებით ავადდება და ამიტომაც არ იზრდება. გარდა ამისა, ფესვების ფორმირებისთვის აუცილებელია ჰაერის ცირკულაცია, რამდენადაც მცენარეები არა მხოლოდ შეიწოვენ, არამედ გამოყოფენ კიდეც სხვადასხვა ნივთიერებებს. თავისი განსაკუთრებული სტრუქტურის წყალობით, აგროპერლიტი ინარჩუნებს წყლითა და ჰაერით ავსებულ ფორებს. ამ გზით, მიწისა და წყლისგან განსხვავებით, კალმის ლპობა აღარ მოხდება აგროპერლიტში.
რამდენადაც თვითონ აგროპერლიტი არ წარმოადგენს მკვებავ გარემოს, მასთან ერთად აუცილებელია მცენარეს მიეწოდოს სხვადასხვა ორგანული სასუქები და მკვებავი ნივთიერებები, საჭირო მიკროფლორის შესაქმნელად.
აგროპერლიტში თესლის აღმოცენება და მულჩირება ძალიან ხელსაყრელია. სინათლეზე მგრძნობიარე თესლის აღმოცენება (მიწის გარეშე), ძალიან კარგია აგროპერლიტში. აგროპერლიტი ატარებს მზის სხივების გარკვეულ ნაწილს, ამიტომაც გამოიყენება როგორც სუბსტრატი ისეთი მცენარეებისთვის, რომლებსაც ფესვთა სისტემა ზედაპირზე აქვთ. ყველაზე ხშირად ესაა ბრომელიები და ორქიდული ეპიფიტიები.
აგროპერლიტი გამოიყენება დრენაჟისთვის მცირე ზომის ქოთნებში, ასევე მულჩირებისთვის, ნიადაგის გადახურების თავიდან აცილების მიზნით. შესაძლებელია სველი აგროპერლიტის პადონებზე დაფენა და მასზე ნესტის მოყვარული მცენარეების განთავსება.
აგროპერლიტის ფოროვანი სტრუქტურა იდეალურია დიდი დეკორატიული ქოთნის მცენარეებისთვის. მისი დაბალი წონა ამარტივებს ასეთი მცენარეების ტრანსპორტირებას.