პერლიტო – ბეტონი

პერლიტო – ბეტონი 2019-09-13T17:09:51+04:00

პერლიტი იატაკის თბოიზოლაციისთვის

ენერგიის დაზოგვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა შიდა კედლების დათბობა პერლიტის ბაზაზე დამზადებული თბოსაიზოლაციო მასალებით. აფუებული პერლიტი იდეალურია თბოსაიზოლაციო სამშენებლო ხსნარების მოსამზადებლად. შენობა-ნაგებობებში საშუალო წლიური თბოდანაკარგები შეადგენს კედლებიდან 48%-ს, იატაკიდან 13%-ს და დანარჩენს გადახურვებიდან და ფანჯრებიდან. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია დათბუნებული იყოს კედლები და იატაკი, რისთვისაც იდეალურია აფუებული პერლიტის ქვიშის გამოყენება.

 

თბოსაიზოლაციო პერლიტური საშენი მასალების გამოყენების უპირატესობა მდგომარეობს შემდეგში: 60%-მდე ამცირებს სითბოს დანაკარგებს კედლებიდან და იატაკიდან; უზრუნველყოფს ტემპერატურის ოპტიმალურ რეჟიმს; იცავს კედლის და იატაკის არსებულ კონსტრუქციებს; სინესტის რაოდენობა კედლებში და იატაკში რამდენჯერმე იკლებს, რის შედეგადაც იზრდება კედლის თბური წინააღმდეგობა და ჩერდება მისი ნგრევის პროცესი. შენობის კონსტრუქცია დაცულია კლიმატური ზემოქმედებისგან.

აფუებული პერლიტის ბაზაზე შექმნილი თბოსაიზოლაციო მასალები წარმოადგენს ასევე საუკეთესო ბგერათსაიზოლაციო და ბგერათმშთანთქმელ მასალებს მაღალი აკუსტიკური მაჩვენებლებით, რაც შესაძლებელს ხდის მათ გამოყენებას შენობაში აკუსტიკური კომფორტის შესაქმნელად.

იატაკის დათბუნება პერლიტობეტონის ხსნარის გამოყენებით, იძლევა შემდეგ უპირატესობებს: 1. მსუბუქი კონსტრუქცია; 2. დაბალი თბოგამტარიანობის კოეფიციენტი; 3. მაღალი ბგერათსაიზოლაციო მაჩვენებელი. სწორედ ეს უპირატესობები ქმნის სახლში იდეალურ გარემოს, ზამთარში სითბოს და ზაფხულში სიგრილეს.