თბოსაიზოლაციო პერლიტი
შენობა-ნაგებობებში საშუალო წლიური თბოდანაკარგები შეადგენს კედლებიდან 35%-ს, იატაკიდან 15%-ს, 25%-ს კარებიდან და ფანჯრებიდან და 25%-ს გადახურვებიდან.
სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია დათბუნებული იყოს კედლები და იატაკი, რისთვისაც იდეალურია აფუებული პერლიტის ქვიშისა და მისგან დამზადებული თბოსაიზოლაციო მასალების გამოყენება.
სამთო კომპანია ფარავანპერლიტი გთავაზობთ აფუებული პერლიტის ქვიშას როგორც შენობის შიდა კედლების გასალესად, ასევე მოჭიმული იატაკისთვის.
ჩვენ გთავაზობთ აფუებული პერლიტისგან დამზადებულ პერლიტის ქვიშას შენობის შიდა კედლების გასალესად. აფუებული პერლიტის ქვიშა გამოიყენება გაჯთან და ცემენტთან ერთად, როგორც ჭერის, ასევე კედლების დასათბუნებლად.
პერლიტის გამოყენების ტრადიციული სფეროა სამშენებლო ინდუსტრია. აფუებული პერლიტის გამოყენება მშენებლობაში დაფუძნებულია მის ისეთ თვისებებზე, როგორიცაა ცეცხლგამძლეობა, დაბალი თბოგამტარიანობა და მაღალი აკუსტიკური მაჩვენებელი.
მსუბუქი (50-250 კგ/მ3), ცეცხლგამძლე, ფოროვანი პერლიტის ქვიშა დღესდღეობით გამოიყენება შენობების, დანადგარების და მოწყობილობების (-273-დან +900°C-მდე) თბოიზოლაციისთვის. მისი მეშვეობით ხდება ისეთი პრობლემების გადაჭრა, როგორიცაა ხანძარუსაფრთხო, აკუსტიკური და თბოსაიზოლაციო საკითხები; მას იყენებენ შემავსებლად მსუბუქ ბეტონებში, საღებავებში და სხვ.
აფუებული პერლიტის ბაზაზე დამზადებული თბოსაიზოლაციო მასალების (პერლიტის ბლოკი, აფუებული პერლიტის ქვიშა) გამოყენება მშენებლობაში საშუალებას იძლევა შემცირდეს კონსტრუქციის მასა, შემცირდეს მოთხოვნა სხვა სამშენებლო გამოყენებაზე, შემცირდეს ენერგორესურსების დანახარჯები შენობის ექსპლუატაციის დროს, შემცირდეს თბოდანაკარგები საწარმოო ნაგებობებში. ასევე, პერლიტის თბოიზოლაცია ატმოსფეროში CO2-სა და ეგრეთწოდებული სათბურის ეფექტის შემცირების ძალიან ეფექტური საშუალებაა, რაც დამტკიცებულია კვლევებით.
თბოსაიზოლაციო პერლიტური საშენი მასალების გამოყენების უპირატესობა მდგომარეობს შემდეგში:
60%-მდე ამცირებს სითბოს დანაკარგებს კედლებიდან;
უზრუნველყოფს ტემპერატურის ოპტიმალურ რეჟიმს
იცავს კედლის არსებულ კონსტრუქციებს;
შენობის კონსტრუქცია დაცულია კლიმატური ზემოქმედებისგან
სინესტის რაოდენობა კედლებში რამდენჯერმე იკლებს, რის შედეგადაც შესაბამისად იზრდება კედლის თბური წინააღმდეგობა და ჩერდება მისი ნგრევის პროცესი;