ფრაქციონირებული პერლიტის ნედლეული

პერლიტის მოპოვება ხდება ყველაზე ვრცელ და უმაღლესი ხარისხის პერლიტის საბადოზე საქართველოში. ფარავნის პერლიტის საბადო, მდებარეობს საქართველოს მაღალმთიან რეგიონში, თბილისიდან 130 კმ-ში, ზღვის დონიდან 2300 მეტრის სიმაღლეზე, საქართველოს უდიდესი ტბის „ფარავნის“ სიახლოვეს.

 

უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებისთვის სამთო კომპანია ფარავანპერლიტს გააჩნია დახვეწილი საწარმოო საშუალებები. კომპანიის მფლობელობაშია საწარმოო ბაზა, რომელიც მოიცავს ფრაქციონირებული და აფუებული პერლიტის წარმოების სრულ ტექნოლოგიურ ციკლს.

 

ფარავნის საბადოზე მოპოვებულ პერლიტის ნედლეულს აქვს აფუების უნიკალური თვისება, ის ფუვდება თავის მოცულობაზე 30-ჯერ მეტად. მისგანმიღებული პროდუქტის სიმკვრივე მერყეობს 30 კგ/მ3-დან 170 კგ/მ3-მდე; დამტკიცებულია „სილბრიკო კორპორაციის“ ლაბორატორიის ტესტებით, 2011 წელს აშშ–ში (www.silbrico.com).

 

აუფუებელი დონის კოეფიციენტი კი მერყეობს 0,8%-დან 1,6% მდე; კვლავ, დამტკიცებულია „სილბრიკო კორპორაციის“ ლაბორატორიის ტესტებით, 2011 წელს აშშ–ში (www.silbrico.com).

 

სამთო კომპანია ფარავანპერლიტი აწარმოებს 5 სახეობის ფრაქციონირებულ პერლიტს : 0.074-0.63მმ; 0.14-0.63მმ; 0.15-0.63მმ; 0.63-1.25მმ; 1.25-2.5მმ.

 

ფრაქციონირებული პერლიტი იფუთება 1,5 ტონიან ბიგ-ბეგებში და ძირითადად იგზავნება სარკინიგზო ტრანსპორტით (68 ტონა) ან ავტოტრანსპორტით (22 ტონა).